ნინოწმინდის ცენტრალურ სტადიონზე ტრადიციული 41-ე სპორტული ღონისძიება – დღესასწაული გაიმართა, რომელიც “ჯავახეთის ზამთრის გაცილებას” ეძღვნება. მასობრივ ღონისძიებაზე სპორტის 10 სახებაში (ჭადრაკი, ფეხბურთი, სირბილი, შტანგის აწევა და სხვა) ეწყობა შეჯიბრი.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ნინოწმინდის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურმა.
ტურნირების გამარჯვებულები ,მედლებით, თასებით, დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით, ხოლო მონაწილეები კი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ნინოწმინდაში სპორტული ღონისძიება „ჯავახეთის ზამთრის გაცილება” გაიმართა
24/04/2017