ამ დროისთვის უკვე დასრულებულია საავტომობილო გზის მშენებლობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენსა და ეშტიაში. მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, მაჟორიტარ დეპუტატთან ენზელ მკოიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში სოფელ ჯიგრაშენში გზის 1100 მეტრიან და სოფელ ეშტიაში 1650 მეტრიან მონაკვეთებზე ასფალტის საფარი დაიგო.
აღნიშნულ სოფლებში არსებულ გზებს რეაბილიტაცია რამდენიმე ათწლეულია არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობისათვის განახლებული გზით გადაადგილება და რაიონულ ცენტრთან დაკავშირება გაცილებით მარტივი და კომფორტული იქნება.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ჯამში, ასფალტის საფარი საავტომობილო გზის 3 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე დაიგო.