ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოებისა და მისი იმპლემენტაციის მიზნით” სამეთვალყურეო საბჭოს მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე აღნიშნული პროექტის მეორე კვარტალური ანგარიში განიხილეს. საუბარი შეეხო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის სამრეწველო დაბინძურებისა და სამრეწველო საფრთხეების სფეროში სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით დახმარების გაწევა წარმოადგენს. შეხვედრას ევროკავშირის დელეგაციის, ევროკავშირის პროგრამების ადმინისტრირების სამსახურის (PAO) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 360 times, 1 visit(s) today