ნინო თანდილაშვილი იტალიის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა იტალიის რესპუბლიკის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების შეფასების მექანიზმების დასანერგად განსახორციელებელი ღონისძიებები.
ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა იტალიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას და ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულობას. აღინიშნა, რომ იტალიის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში დაგეგმილია, ატმოსფერული ჰაერის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის დანერგვის, მონიტორინგის სადგურების შეძენისა და ინსტალირების, ქ. თბილისის ტერიტორიის ფარგლებში მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების აუზებში ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევებისა და შესაფუთი მასალების ხარისხის შეფასების სისტემის დასანერგად პროექტების განხორციელება.

Visited 141 times, 1 visit(s) today