ნინო თანდილაშვილმა ხეების დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გაეროს კვირეულის (17-24 ოქტომბერი) ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, გაეროს თანამშრომლებთან, თბილისის საკრებულოსა და მერიის წევრებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობა ხეების დარგვის აქციაში მიიღო.

„კვირეულის ფარგლებში, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში გამწვანების აქცია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და თბილისის მერიის აქტიური ჩართულობით განხორციელდა. მნიშვნელოვანია, ასეთი ტიპის ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს, რადგან ერთი მხრივ, მწვანე სარეკრეაციო სივრცეების შექმნის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქალაქის ჰაერის ხარისხისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

გაეროს კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, ქ. თბილისში, ჯამში, 550 ძირი ხის ნერგი დაირგო. ხეების დარგვის აქციაში საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, ქ.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე მონაწილეობდნენ.

Visited 69 times, 1 visit(s) today