ნინო ლომჯარია მიხეილ ბენიძემ შეცვალა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.

ორგანიზაციის ბორდმა ახალ აღმასრულებელ დირექტორად „სამართლიანი არჩევნების“ პროგრამების მენეჯერი მიხეილ ბენიძე აირჩია.

ბენიძე „სამართლიან არჩევნებში“ 2010 წლიდან მუშაობს, ორგანიზაციაში ის ხელმძღვანელობდა ISFED-ის განვითარების პროექტებს, მუშაობდა არჩევნების პორტალის მენეჯერად; უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მისიების (EPDE და ENEMO) მართვასა და ადმინისტრირებაში.

მიხეილ ბენიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ნინო ლომჯარია შეცვალა, რომელიც „სამართლიან არჩევნებს“გასული ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, ის ორგანიზაციაში საარჩევნო და სამართლებრივ საკითხებში კონსულტანტად რჩება.

ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია. ბორდმა გასაუბრების შედეგად ახალი დირექტორი აირჩია, რომელიც მუშაობას 2016 წლის 18 იანვრიდან შეუდგება.

Visited 181 times, 1 visit(s) today