ნოდარ კერესელიძე ისრაელის საპატიო კონსულს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ისრაელის საპატიო კონსულს, მენაშე რაგივის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და აკვაკულტურის განვითარებას.
შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
როგორც საპატიო კონსულმა აღნიშნა, საქართველოში არსებობს აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი და ასევე არსებობს ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კარგი შესაძლებლობები.

Visited 174 times, 1 visit(s) today