ნოდარ კერესელიძე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) პროგრამების კოორდინატორს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) პროგრამების კოორდინატორს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში არმენ ზარგარიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ნიშური პროდუქტების – თაფლი, მწვანილი და კენკროვანი ხილი, ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ძირითადი ვალდებულებების შესახებ. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით აღნიშნული ვალდებულებების შესრულება ქართული ნიშური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
როგორც არმენ ზარგარიანმა აღნიშნა, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი მზად არის ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე წვდომას.

Visited 122 times, 1 visit(s) today