ნოდარ ხადური თურქეთის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თურქეთის ელჩს საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საბაჟო სფეროში.
ფინანსთა მინისტრმა თურქეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრების შესახებ, რომლებზეც გადაწყდა, რომ 1 აპრილს 24 საათიანი დატვირთვით ამოქმედდება კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომლის მშენებლობას საფუძველი 2013 წლის ნოემბერში ჩაეყარა, ხოლო ფუნქციონირება გასული წლის ნოემბერში დაიწყო.
ასევე მხარეებმა ისაუბრეს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის შემდეგაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გამშვები პუნქტის მუშაობა.
თურქულმა მხარემ საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა საბაჟო და საგადასახადო სისტემის ეფექტური მუშაობისთვის.

Visited 191 times, 1 visit(s) today