ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სერტიფიკატები გადასცა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სახაზინო სამსახურში, შემოსავლების სამსახურსა და მომსახურების სააგენტოში წარმატებით გაიარეს სტაჟირება.
ფინანსთა მინისტრმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა სტაჟირების პროცესში გამოჩენილი მონდომებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროში მიღებული ცოდნა მათ გამოადგებათ შემდგომ საქმიანობაში.
Visited 112 times, 1 visit(s) today