ნორმალური ქვეყანა თუ გვინდა, უნდა მივიღოთ ნორმალური გადაწყვეტილებები

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სარეჟიმო ობიექტზე უბრალოდ რეჟიმის დარღვევა – ეს ცოტა არასერიოზული განცხადებაა, – განაცხადა ბურჯანაძემ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით საქმე ეხებოდა რეჟიმის დარღვევას.

”მე ვერაფერს გეტყვით, თუ რა ფორმით მოხდა დარღვევა, რა ტიპის დარღვევა მოხდა და ვინ ვის რა გადასცა, ან გადასცა თუ არა საერთოდ, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი ასეთი ტიპის სკანდალების აგორების როგორი ოსტატები არიან ზოგიერთ ტელეკომპანიასა და პარტიაში. თავისთავად, ეს აჟიოტაჟი რომ მოიხსნას, ბუნებრივია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, თუმცა ამ ქვეყანაში არც გამოძიებები ტარდება, ან გამოძიების შემდეგ კითხვებზე პასუხები გაცემული არ არის და საერთოდ, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ამ ქვეყანაში ნორმალურად არაფერი ხდება. ნორმალური ქვეყანა თუ გვინდა, მაშინ უნდა მივიღოთ ნორმალური გადაწყვეტილებები, თუ არა და ვიქნებით სულ ასეთ ცირკში რაშიც ვართ რეალურად. სულ ვიქნებით ამ გაუთავებელ მასკარადში და ანეკდოტურ სიტუაციებში, რომელშიც ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს არის აღმოჩენილი ხან მთავრობა და ხან მთელი ქვეყანა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Visited 98 times, 1 visit(s) today