ნუგზარ გაბელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ და მოადგილე იასონ შეროზიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
ორსანტია-კოკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. 2 856 მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხი. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დაიწყო და ამავე წლის ივლისში დასრულდება. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 259 999 ლარს შეადგენს.
ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 80 მ. სიგრძის ჭაბურღილი და არსებულ წყლის ავზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. წყალმომარაგების მოწყობით პრობლემა 60 ოჯახს მოუგვარდა. პროექტის ღირებულებამ 42 000 ლარი შეადგინა.
ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები. პროექტის ღირებულება 387 636 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება.
დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში ტელმანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 322 288 ლარია და ის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე საუშაოები 2017 წლის მაისის თვეში დაიწყო და ამავე წლის აგვისტოში დარსულდება.
კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში 1 170 მეტრის მანძილზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება 212 972 ლარს შეადგენს. გზის დაგების სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დიაწყო და ივნისის თვეში დასრულდება.

Visited 180 times, 1 visit(s) today