ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს ახორციელებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს ახორციელებს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ხანძრის შედეგად დაზარალებულ და უსახლკარო ოჯახებს სამშენებლო მასალებით ეხმარებიან.
სამშენებლო ბლოკი, თუნუქის სახურავი, ხეობა და ცემენტი დაზარალებულებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გადასცა.
„ხანძრის შედეგად დაზარალებული უსახლკარო ოჯახები ამ დრომდე ქირით ცხოვრობდნენ, რომლის თანხასაც მუნიციპალიტეტი ანაზღაურებდა. დღეს უკვე მათ საშუალება მიეცათ საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. სამშენებლო მასალებს 19 სოფელში სულ 35 ოჯახი მიიღებს,“- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.

Visited 174 times, 1 visit(s) today