ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურთან, ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება არ არსებობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურთან, ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
შერეული ტიპის ტყეში, სადაც იწვოდა ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, 80 მეხანძრე-მაშველი. გარდა ადგილობრივებისა დამატებითი ცოცხალი ძალა მუშაობდა სამეგრელოს, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან. ხანძრის ლიკვიდირებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც გაჩენილი ხანძრისას გმირობა გამოიჩინეს და ძალიან რთული სამუშაო შეასრულეს. მადლობა პოლიციას, მედიის წარმომადგენლებს, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულ სხვადასხვა უწყებას. მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც აქტიურად მონაწილეობდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

Visited 82 times, 1 visit(s) today