ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში ბიბლიოთეკა გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ბიბლიოთეკის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე და ა.(ა).ი.პ. სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი რუსუდან მემარნიშვილი დაესწრნენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სულ 13 სასოფლო ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, რომელთა წიგნადი ფონდი პერიოდულად ახალი წიგნებით ივსება.
რუსუდან მემარნიშვილმა თხინვალის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქართული და უცხოური ლიტერატურის უახლესი გამოცემები გადსცა.
„ვულოცავ თხინვალის მოსახლეობას ახალი ბიბლიოთეკის გასხნას. მადლობას ვუხდი მის დირექტორს წიგნადი ფონდის შენარჩუნებისა და დაცვისთვის. იმედი მაქვს, რომ გაიზრდება ადგილობრივების, განსაკუთრებით ახალგაზრდების დაინტერესება ბიბლიოთეკის მიმართ. მუნიციპალიტეტი მომავალშიც იზრუნებს ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ინვენტარიზაციაზე,“- აღნიშნა ბადრი გობრონიძემ.

Visited 212 times, 1 visit(s) today