ოზურგეთის 20 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე სარემონტო სამუშაოები დაიწყო. სკოლების სარეაბილიტაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 010 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები 20 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.
კვირიკეთის, გომისა და მაკვანეთის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აკაკი შენგელიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ანი ჩუბინიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა: ოთარ არევაძემ და დავით ფერაძემ, ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა – გია ჩხარტიშვილმა დაათვალიერეს. პროექტით გათვალისწინებულია: სკოლებში საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზების, სველი წერტილებისა და ეზოს კეთილმოწყობა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ადგილზე სამუშაო შეხვედრაც გამართეს, სადაც მიმდინარე პროექტების ტექნიკური დეტალები განიხილეს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სკოლებში სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

Visited 143 times, 1 visit(s) today