ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგს განაგრძობს. მინისტრი გურიაში იმყოფებოდა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა. აგვისტოში, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება.
ამ ეტაპზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებთან შესასვლელებისა და საგზაო შემოფარგვლის მოწყობა.
პროექტს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს და სამუშაოებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად,დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. დადგენილ ვადებში გზასთან ერთად მოწესრიგდება ყველა სახის ინფრასტრუქტურა და მოქალაქეები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

Visited 166 times, 1 visit(s) today