ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში თერმული ნისლით წამლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი, ნინი შეწირული და ქალაქ ოზურგეთში მერის წარმომადგენელი ავთანდილ სვანიძე ხელმძღვანელობენ.
თერმული ნისლით იწამლება ქალაქი ოზურგეთი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულები: სილაური, ბახვი, ბოხვაური, ლიხაური, ვაკიჯვარი, მაკვანეთი, მელექედური, მთისპირი, შემოქმედი, ცხემლისხიდი, ჭანიეთი და ჯუმათი.
Visited 191 times, 1 visit(s) today