ოზურგეთში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, რაგბის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ოზურგეთში მულტიფუნქციური სპორტული ბაზის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლის ძირითადი ნაწილი სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას დაეთმობა. პროექტი ზვანში არსებულ სარაგბო კლუბ “არწივების“ ტერიტორიაზე განხორციელდება და ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიაზაციას ახალგაზრდებში, ასევე, მათ ჩართულობას სპორტის ამ სახეობაში.

Visited 93 times, 1 visit(s) today