ოზურგეთში, დაბა ლაითურში, წყლის შემკრები აუზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთში, დაბა ლაითურში, წყლის შემკრები აუზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც დაბას წყალი სრულად მიეწოდება. უკვე დასრულებულია დაბის დაქსელვა წყლის სისტემით.
ლაითურში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს.
აქ მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა თითქმის 30 წელია აწუხებს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ პრობლემა სრულად გადაიჭრება.

Visited 112 times, 1 visit(s) today