ოზურგეთში დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ოზურგეთისა და პანევეჟისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლით „გამარჯობა ხალხო“ დასრულდა. სცენაზე ნოდარ დუმბაძის პოპულარული და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები ლიტველმა და ქართველმა მსახიობებმა ერთდროულად გააცოცხლეს. ფესტივალი ოზურგეთში ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და თეატრის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით ინსცენირებული თხუთმეტი სხვადასხვა სპექტაკლი ენახათ.
ღონისძიებას დაესწრნენ – კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები – ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე, სოსო ერქომაიშვილი, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები და მოწვეული სტუმრები.
ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს პირველად გაიმართა და აღნიშნული ფესტივალი თეატრის მოყვარულებს 2018 წელს დაუბრუნდება. ფესტივალის დამფუძნებლები ოზურგეთის თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ ოზურგეთის მერია გახლავთ.

Visited 205 times, 1 visit(s) today