ოზურგეთში „ეროვნული სამოსის დღე“ აღნიშნეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთში „ეროვნული სამოსის დღე“ აღინიშნება. ღონისძიებას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან, ოზურგეთის მერის მოადგილესთან ირაკლი სირაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. მოეწყო ძველი ფოტოგამოფენა, რომელშიც აღბეჭდილია მე-18 და მე-19 საუკუნის გურულ თავად-აზნაურთა ჩაცმის და ეროვნული სამოსის ტარების კულტურა. ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების ინიციატივით და ორგანიზებით იმართება.

Visited 134 times, 1 visit(s) today