ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ოზურგეთში კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. მოსახლეობას გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და უბნის მაჟორიტარი, საკრებულოს წევრი ლელა საჯაია შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებმა საკანალიზაციო სისტემის პრობლემის მოსაგვარებლად ითხოვეს დახმარება. მათივე თქმით, ეს ის პრობლემაა, რომელიც აქ წლებია არსებობს და მისი მოგვარება მაცხოვრებლებისთვის ყველაზე პრიორიტეტულია. გუბერნატორმა მოსახლეობას დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ შუამდგომლობით მიმართავს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რათა აღნიშნული სამუშაოები აისახოს 2019 წლის გეგმაში. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილი.

Visited 171 times, 1 visit(s) today