ოზურგეთში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით და მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ ორგანიზებით ოზურგეთში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.
გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან, “ჭიტას” დირექტორთან ხათუნა ჩხიკვაძესთან და ოზურგეთის მერის მოადგილესთან ირაკლი სირაძესთან ერთად, ოზურგეთის სოფლებში საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა.

„სათამაშოების მაღაზია „ჭიტამ“ ჩვენი პატარები სამახსოვრო საჩუქრებით და სათამაშოებით დაასაჩუქრა. მინდა მადლობა გადავუხადო აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს აქტიური მხარდაჭერისთვის და ბავშვების გახარებისთვის. წინასაახალწლო საჩუქრები მუნიციპალიტეტის სოფლებში 15 საბავშვო ბაღს გადაეცა. მსგავსი სახის აქციას ჩვენ უახლოეს დღეებში ლანჩხუთში და ჩოხატაურშიც განვახორციელებთ”- აღნიშნა გუბერნატორმა.

Visited 186 times, 1 visit(s) today