ოზურგეთში სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ოფისი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, დღეს ოზურგეთში, პალატის რეგიონული ოფისი გახსნა. ლანჩხუთის შემდეგ, ეს იქნება პალატის რიგით მეორე ოფისი, რომელიც გურიის რეგიონში იმუშავებს. ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება მიეცემათ, ადგილზე მიიღონ ის სერვისები და საკონსულტაციო მომსახურება, რასაც პალატა მათ სთავაზობს. ოფისის დათვალიერების შემდეგ გაიმართა შეხვედრა მეწარმეებთან, რომლებსაც შეხვდნენ პალატის პრეზიდენტი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები აკაკი შენგელია, გია ებრალიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ნინო ჩიქოვანმა იმ გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რაც ადგილობრივ ბიზნესს აწუხებს. თავის მხრივ პალატის პრეზიდენტმა დამსწრეებს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, ასევე ხაზი გაუსვა, ახალი ოფისის ამოქმედების მნიშვნელობას, მეწარმეობის მხარდაჭერისა და მათი ინფორმირებულობის საქმეში.

Visited 65 times, 1 visit(s) today