ოზურგეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
გურიის გუბერნატორი, ზურაბ ნასარაია – „ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის ტკივილიანი და მძიმე დღე, სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. დღეს ჩვენ გავიხსენეთ ის გმირები, რომლებმაც ქვეყნისთვის თავი გაწირეს, პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას და მივუსამძიმრეთ დაღუპულთა ოჯახებს. ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების ხსოვნის წინაშე, მათ თავდადებას არასოდეს დავივიწყებთ“.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

Visited 143 times, 1 visit(s) today