ოზურგეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ნარუჯისა და ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა და ეს მისასალმებელია. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი პრიორიტეტული პროექტი განხორციელდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლების გამოცოცხლებას და ანალოგიური შეხვედრები გურიის რეგიონში ეტაპობრივად ჩატარდება“- განაცხადა ქეთევან მოისწრაფეშვილმა.

Visited 146 times, 1 visit(s) today