ოზურგეთში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ინფო ტური მოეწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ინფო ტური მოეწყო. ტუროპერატორები თავდაპირველად მუნიციპალიტეტის ახალ პროექტს “ჩაის გზას” გაეცნენ, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ჩაის პოპულარიზაციას, როგორც სამრეწველო, ისე ტურისტული მიმართულებითაც. იმყოფებოდნენ სოფელ ბახვში დავით თენიეშვილის საოჯახო საწარმოში, ჩაერთნენ ჩაის კრეფვის, გადამუშავებისა და დეგუსტაცია-დაგემოვნების პროცესში. მოგვიანებით კი მოინახულეს კურორტი გომისმთა. ინფო ტური ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მოეწყო.

Visited 108 times, 1 visit(s) today