22 მაისს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ნონა ტუნაძე და ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ვასილ ჩიგოგიძე წარმოადგენენ.
ოზურგეთის მოსახლეობას საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინეს.
კანდიდატების წარდგენას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
Visited 207 times, 1 visit(s) today