ოზურგეთში “ქართული ხმების” და “შვიდკაცას” კონცერტი გაიმართა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ლეგენდარული “ქართული ხმების“ და ოზურგეთის სახალხო ანსამბლ “შვიდკაცას“ საიუბილეო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
კონცერტი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონალური წარმომადგენლობის ინიციატივითა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

Visited 139 times, 1 visit(s) today