ოზურგეთში 6 ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ოზურგეთში (ბათუმის, რუსთაველის, ბაქრაძის, დანჩეკოს, ქუთაისისა და ჩოხატაურის) ქუჩების გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩებზე დაიგება ასფალტის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრე არხები და რეაბილიტაციის შედეგად გზაზე გადაადგილება კომფორტული გახდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე გაეცნო.

„როგორც ხედავთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წესრიგდება გზის პრობლემური მონაკვეთები და ქალაქ ოზურგეთში არც ერთი ქუჩა არ დარჩება მოასფალტების გარეშე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორი წლის მანძილზე, ქალაქ ოზურგეთის მერიამ ასფალტი ქალაქის 36 ქუჩაზე დააგო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ქუჩების რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 742 820 ლარი გამოიყო “- განაცხადა გია სალუქვაძემ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “პალადა“ აწარმოებს. სამუშაოები ხუთ თვეში დასრულდება

Visited 138 times, 1 visit(s) today