ოთარ დანელია მოლდოველ კოლეგას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მოლდოვის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იონ სულას შეხვდა. გამოფენაზე Gruene Woche 2016 გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ინფორმაცია გაცვალეს.
მოლდოვურმა მხარემ ინტერესი გამოთქვა საქართველოში წარმოებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოლდოვაში დამონტაჟების თაობაზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ამ კუთხით საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა მოლდოვურ მხარეს გაუზიაროს. შეხვედრაზე მხარეებმა ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობასა და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვის, ასევე დარგში სწორი პოლიტიკის გატარების და მცირე ფერმერების მხარდაჭერის საკითხებზე ისაუბრეს.

Visited 134 times, 1 visit(s) today