ოთარ დანელია CRCC წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უდიდესი სახელმწიფო სამშენებლო-ინფრასტრუქტურული კორპორაცია China Railway Construction Corporation Limited-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
ოთარ დანელიამ და კომპანიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ცუნგ ძიაჭუნგმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი ღვინოზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია.
CRCC წარმომადგენლებმა ოთარ დანელიას საქართველოში კომპანიის მიზნები გააცნეს.

Visited 161 times, 1 visit(s) today