ოთარ შამუგია ვაშლის გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაშლის გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, ვაშლის მოსავლის აღების სეზონთან დაკავშირებით სექტორში არსებული ვითარება და არსებული გამოწვევები განიხილეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, მეწარმეებთან და სექტორის ყველა რგოლთან აქტიური კომუნიკაცია, რათა ზუსტად განისაზღვროს საჭიროებები და მიმდინარე პროცესების სწორი ანალიზით მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი უხვია და, დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს; თუმცა, უამინდობამ და ხშირმა წვიმებმა ვაშლის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მიმდინარე სეზონზე, გადამმუშავებელი საწარმოები, კონცენტრატის წარმოებისთვის, დაახლოებით 50 ათასი ტონა ვაშლის ჩაბარებას გეგმავენ. კომპანიები ვაშლის მიღებას, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად, უახლოეს მომავალში, შეჯერებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

Visited 39 times, 1 visit(s) today