ოთარ შამუგია ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ისრაელის მთავრობას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოების ისტორიული ურთიერთობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე, მინისტრმა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ცოდნის გამოყენების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის MASHAV მიერ საქართველოში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ოთარ შამუგიამ ისრაელის ელჩს „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დაინტერესების და ჩართულობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ჰადას ესტერ მეიცადმა აღნიშნა, საქართველო-ისრაელის თანამშრომლობა ისტორიულია, რაც ურთიერთსასარგებლო მიმდინარე და ახალი პროექტების განხორციელებით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი ესწრებოდნენ.

Visited 30 times, 1 visit(s) today