ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე იმერეთში მასშტაბური და მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე იმერეთში მასშტაბური და მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკში ტრადიციულად ოლიმპიური გარბენი მოეწყო, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულები იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. დღესვე, სპორტის მოყვარულები ერთმანეთს ჭადრაკში, ფეხბურთში, ტყვიის სროლასა და ბადმინტონში შეეჯიბრნენ. სპორტული აკრობატები და სკეიტპარკის წევრები კი საჩვენებელი პროგრამით წარდგნენ. პარკის ტერიტორიაზე ასევე, ოლიმპიზმის თემაზე შექმნილი ნახატები გამოიფინა და ოლიმპიური ვიქტორინა ჩატარდა.
დღეს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ოლიმპიური გარბენის გარდა, მოეწყო მოხალისე მოჭადრაკეთა და ცურვის ფესტივალები. მუნიციპალიტეტებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე წარმატებული სპროტსმენებიც დაჯილდოვდნენ.

Visited 268 times, 1 visit(s) today