პოლიტიკური პარტიები პარლამენტისგან კენჭისყრაზე იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის დაყენებას ითხოვენ, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას – კერძოდ კი, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრას ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან“ მართავენ. სწორედ აღნიშნული ფრაქცია გეგმავს პარლამენტისათვის კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნას.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები განმარტავენ, ცვლილებები წინა მოწვევის პარლამენტმა განიხილა და ის კენჭისყრაზე პირველი მოსმენით არის გაჩერებული. მათი განცხადებით, საკითხს უკან არ გაიწვევენ, იმის მიუხედავად, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა არ სურს, რადგან სწორედ ამ გზით ახერხებს პარლამენტში მანდანტების უმრავლესობის მიღებას.