ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ყველაზე ღია საჯარო უწყებად თბილისის მერია დაასახელა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ნომინაციაში – „ყველაზე ღია საჯარო უწყება“ გამარჯვებულად თბილისის მერია დაასახელა. სპეციალური ჯილდო ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა მიიღო.
ილია ელოშვილმა „ახალგაზრდა ადვოკატებს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიის საქმიანობა სწორედ ღიაობის, გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპებს ეფუძნება.
ორგანიზაციამ ჯამში 10 ნომინაცია წარადგინა. ყოველწლიურ დაჯილდოებას საფუძველი 2014 წლიდან ჩაეყარა და მისი მიზანია, აღინიშნოს იმ ინსტიტუციებისა და პროფესიული წრეების როლი, რომლებმაც „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ თანამშრომლობის პროცესში და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს.

Visited 123 times, 1 visit(s) today