ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ თანამშრომლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ თანამშრომლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ეგაძე და ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ჯემალ დავითაძე ესწრებოდნენ.
„კივიტას გეორგიკას“ თანამშრომლებმა – ნინო ალელიშვილმა და ალექსანდრე კალანდაძემ მონაწილეებს პროექტი – „საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესის საშუალებით“ გააცნეს.
პროექტი საპილოტედ 27 თვის მანძილზე საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში განხორციელდება, სადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი ჩაერთვება.
პროექტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-ს (Save The Children) პარტნიორობითა და მსოფლიო ბანკის (World Bank) დაფინანსებით ხორციელდება.

Visited 153 times, 1 visit(s) today