ორი ”რესპუბლიკელი” მინისტრი თანამდებობას დატოვებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ორი ”რესპუბლიკელი” მინისტრი თანამდებობას დატოვებს, როგორც ”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაწერენ.
რაც შეეხება კიდევ ერთ ”რესპუბლიკელ” მინისტრს, გიგლა აგულაშვილი პარტიას ტოვებს. შესაბამისად, ის ამ ეტაპზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე რჩება.
პრესკონფერენციაზე შესაბამისი განცხადება ”რესპუბლიკური პარტიის” პირველმა ნომერმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში მიმართავენ.

Visited 165 times, 1 visit(s) today