ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი გვქონდა ჩვენს გამოწვევებზე, მათ შორის ოკუპაციის საკითხებზე და არაღიარების პოლიტიკაზე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩვენი დელეგაცია აქტიურად მონაწილეობს საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მუშაობაში. გუშინ მე მქონდა საშუალება მოხსენებით წარვმდგარიყავი პლენარულ სხდომაზე, ასამბლეის მონაწილეების წინაშე. ასევე გვქონდა არაერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა ქვეყანასთან. გვქონდა საუბარი ჩვენს გამოწვევებზე, მათ შორის ოკუპაციის საკითხებზე და არაღიარების პოლიტიკაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს გატარებული და გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან,“-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-28 მარტს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

Visited 110 times, 1 visit(s) today