ორპირი – სოჩხეთის საავტომობილო გზის 15,6კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორცილედება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ორპირი – სოჩხეთის საავტომობილო გზის 15,6კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორცილედება.
შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მიმდინარე სამუშაოები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ დაათვალიერეს.
სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით შ.პ.ს. ,,დაგი+“ ახორციელებს, რომელიც ამ წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. აღნიშნულ მონაკვეთზე 6 მეტრი სიგანის და 10 სმ სისქის ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, რომლის ღირებულება 10 080 000 ლარს შეადგენს. ორპირი – სოჩხეთის საავტომობილო გზით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი სარგებლობს.

Visited 151 times, 1 visit(s) today