ორშაბათიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან აღსაზრდელთათვის გარკვეული სახეობის საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ორშაბათიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან აღსაზრდელთათვის გარკვეული სახეობის საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყება. დღეს პროდუქტის დაფასოების პროცესს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე და ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველი თათია ბროლიძე დაესწრნენ. პროდუქტს ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის ყველა ყველა აღსაზრდელი მიიღებს. აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას იმავე ბაღებიდან შეძლებენ, სადაც მათი შვილები დადიან. პროდუქტის გაცემა ორი დღის განმავლობაში – 30 და 31 მარტს გაგრძელდება. ბაღების აღსაზრდელთა მშობლებს მათივე ჯგუფის აღმზრდელები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან. პროდუქტის მისაღებად საბავშვო ბაღში აღსაზრდელის მშობელი (დედა ან მამა) უნდა გამოცხადდეს და წარმოადგინოს პირადობის მოწმობა. პროდუქტების გაცემა სწრაფად და მარტივად მოხდება. პროცედურაზე 1-2 წუთია გათვლილი. კერძოდ, მშობელი შედის ბაღის ფოიეში, ხელს აწერს უწყისს, იღებს კუთვნილ სასურსათო კალათს და ტოვებს საბავშვო ბაღის შენობას. ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანება დაბეჯითებით მოუწოდებს მშობლებს დაიცვან კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დადგენილი უსაფრთხოების წესები, დაიცვან სხვა პირებთან 2 მეტრიანი დისტანცია, დაემორჩილონ საბავშვო ბაღის ინსტრუქციებს.

Visited 145 times, 1 visit(s) today