ორ რეგიონს შორის ინტერრეგიონალური პროექტის განხორციელება იგეგმება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ ორ რეგიონს შორის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე და განსახორციელებელ პროექტებზე სამუშაო შეხვედრა მარტვილში გამართეს. შეხვედრაზე ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ერთობლივად განსახორციელებელ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას. ინტერმუნიციპალური და ინტერრეგიონალური ტურისტული პროექტების განხორციელება, საშუალებას იძლევა ვიზიტორებმა ბევრი საინტერესო და ახალი ლოკაცია დაათვალიერონ. პროექტის განხორციელების შემდეგ ერთ რეგიონში ჩასული ტურისტი მეორე რეგიონსაც დაუკავშირდება. ტურისტები, რომლებიც პრომეთეს მღვიმეს, გორდის საზაფხულო რეზიდენციას და ოკაცეს კანიონს სტუმრობენ, პროექტის განხორციელების შემდეგ უნდა შევიდნენ მარტვილის და მიმდებარე მუნიციპალიტეტების ტურისტულ ობიექტებზე, ასევე პირიქით. ამისთვის საჭირო იქნება ერთობლივი ინფრასტრუქტურის მოწყობა ასევე, ერთიანი ტურისტული რუკების შექმნა, მარშრუტების განსაზღვრა, მარკირება, გიდების და მაშველების გადამზადება.
პროექტების შესამუშავებლად, სამუშაო ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს. ჯგუფში სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გეოგრაფები, სპელეოლოგები და დარგის სპეციალისტები შედიან.
დღეს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხონის, მესტიის, სენაკის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, მერები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და დაცული ტერიტოორიების წარმომადგენლები.

Visited 143 times, 1 visit(s) today