ოჯახში დამზადებული ღვინის IX ფესტივალი დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არჩილ ხაბაძე და ოთარ დანელია ოჯახში დამზადებული ღვინის IX ფესტივალის საზეიმო დახურვას დაესწრნენ. ფესტივალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით რეგიონში ყოველწლიურად იმართება. ოჯახში დამზადებული ღვინის IX ფესტივალის საზეიმო ნაწილი ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, სამღვდელოებისა და მთავრობის წარმომადგენლები.
ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი საქართველოში ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციას ემსახურება, მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს კონკურსში 200-მდე ნიმუში იყო წარმოდგენილი მთელი საქართველოდან. მეღვინეებს შორის 4 არაქართველიც მონაწილეობდა. მათ შორის 2 მონაწილე ლაზეთიდან და 2 საინგილოდან. ნიმუშების დეგუსტაცია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობდნენ საქართველოს სახვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მეღვინეები. წარმოდგენილ ნიმუშებს 10 საუკეთესო მეღვინე-დეგუსტატორი აფასებდა.
ფესტივალის საზეიმო დახურვის პირველ ნაწილში დაჯილდოვდა 22 ნომინაციაში გამარჯვებული მეღვინეები. დაჯილდოების შემდეგ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, მომღერლები ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, ასევე ოპერის ცნობილი ბათუმელი შემსრულებლები ირაკლი კახიძე, სულხან ჯაიანი და ბაჩუკი ნაკაშიძე.

Visited 191 times, 1 visit(s) today