პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კამპანიის “თავისუფალი სასამართლო ხალხს” ფარგლებში, პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

როგორც prof-news-ს პარტიიდან „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ აცნობეს, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის დათხოვნას და საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას, ასევე, იცვლება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და პროცედურა.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მართავს სრული უკანონობა და ჩაწყობა. გუშინ გამართულმა კენჭისყრამ კიდევ ერთხელ ჩამოხსნა ნიღაბი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს. გუშინდელი დღე იყო სასამართლოს წინასაარჩევნო შემზადება იმისთვის, რომ გათეთრდეს ის უკანონობები, რომელსაც ადგილი ექნება არჩევნების განმავლობაში. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ კამპანიას „თავისუფალი სასამართლო ხალხს“ მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი მიზანია შეგროვდეს 30 000 ხელმოწერა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას იმ უკანონობას, რომელსაც ადგილი აქვს სასამართლო ხელისუფლებაში. ამ სასამართლოს პირობებში არჩევნების ჩატარებას არავითარი აზრი არა აქვს. პარლამენტმა უკვე დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი. ჩვენ თვის ბოლომდე უნდა შევაგროვოთ ეს ხელმოწერები, რის შემდეგაც მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივით. კანონპროექტი მიზნად ისახავს რადიკალური ცვლილებების გატარებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და საერთო სასამართლოებში“, – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობა დათხოვნილი უნდა იქნას და ახალი პრინციპების საფუძველზე მოხდეს ახალი შემადგენლობის არჩევა.

Visited 198 times, 1 visit(s) today