პაატა ნადირაძემ ვანში ინფრასტრუქტურული დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა ხურციძესთან ერთად დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა. მუნიციპალიტეტში რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის ხიდებისა და მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა, ამ ეტაპზე კი მოცულობით დიდი ხიდების მშენებლობის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. წლის ბოლოს კი ყველა პროექტი იქნება დასრულებული. ვანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურა ივლისში სტიქიის დროს დაზიანდა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი ობიექტებისთვის 7 მილიონამდე ლარი გამოყო, რის შედეგადაც 24 ერთეული ხიდის, საავტომობილო გზებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების აღდგენა მოხერხდა.

Visited 169 times, 1 visit(s) today