პაატა ნადირაძე ქალაქის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე დამსახურებულ ადამიანებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წინასაახალწლოდ ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე ქალაქის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე დამსახურებულ ადამიანებს შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრა, რომელიც ძალზე თბილ და სასიამოვნო გარემოში წარიმართა, კულტურის ცენტრის სამუზეუმო დარბაზში შედგა. მერმა ღვაწლმოსილ ჭიათურლებს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისათვის , რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ეწეოდნენ და აღნიშნა,რომ მათი მოსაზრებები მისთვის მნიშვნელოვანია და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს, მზად არის გაიზიაროს მათი ხედვები.

Visited 279 times, 1 visit(s) today