პანდემიამ მნიშვნელოვად შეაფერხა რეგიონში ტურისტული და კულტურის ობიექტების ფუნქციონირება,

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ხაშურში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და თოჯინების თეატრს ესტუმრა. რწმუნებული მუზეუმისა და თეატრის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ სამუშაო გარემოს, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.

“პანდემიამ მნიშვნელოვად შეაფერხა რეგიონში ტურისტული და კულტურის ობიექტების ფუნქციონირება, თუმცა უკვე აქტიურად დავიწყეთ სეზონისთვის მზადება და ჩვენი რეგიონის კულტურული და ტურისტული ლოკაციები განახლებულ სეზონს მომზადებულები შეხვდებიან.“ – აღნიშნა რწმუნებულმა.

ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ადგილობრივი მხარეთმცოდნეების მიერ შეგროვებული ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების საფუძველზე 1959 წელს დაარსდა. 1962 წელს კი მუზეუმმა პირველი დამთვალიერებელი მიიღო. ხაშურის თოჯინების თეატრს კი თითქმის 30 წლიანი ისტორია აქვს და დღემდე აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას.

Visited 70 times, 1 visit(s) today