პანკისის ხეობის პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან ერთად პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. მინისტრი სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდა და ხეობაში არსებულ პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივების თქმით, პანკისის ხეობის ერთ-ერთი ყველაზე სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხი ალაზნის ხეობის ნაპირგამაგრება და სანიაღვრეების მოწესრიგებაა. ნოდარ ჯავახიშვილმა ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითა და დავალებით, პანკისში არსებული პრობლემების შესწავლის და მოგვარების მიზნით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც არსებულ პრობლემებს ადგილზე შეისწავლის

Visited 149 times, 1 visit(s) today